Thursday, December 13, 2012

პროექტის აღწერა


პროექტის  სახელწოდება

მდინარე მტკვრის ეკოლოგიური პრობლემები
პროექტის თემა
მდინარე მტკვრის დაბინძურების ხარისხის შესწავლა . ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
პროგრამის აქტუალობა
პროექტიში აქტიურად ჩართვა მოსწავლეებს ჩამოაყალიბებს ცოდნის პასიური მიმღებიდან აქტიურ შემმეცნებლად, ხელს შეუწყობს იმ უნარების განვითარებას რომელიც ჩამოაყალიბებს მას საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ბუნების აქტიურ დამცველად.
პროგრამის   მიზნები
ქიმიის და ბიოლოგიის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობის გააზრება,გაუღვივოს ინტერესები მეცნიერული კვლევისადმი ,გააცნობიეროს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა,ჩამოუყალიბდეს გარემოზე ზრუნვის უნარ ჩვევები, გამოუმუშავდეს დამოუკიდებელი,კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი
მე-9 კლასის მოსწავლეები
ვადები   _ერთი სემესტრი
მოსალოდნელი შედეგები
განუვითარდება შემდეგი უნარები:დაკვირვების,აღწერის,კლასიფიკაციის,დაგეგმვის, მარტივი ანალიზების ჩატარების.
პროექტისათვის  საჭირო რესურსები:        კოლბები, სინჯარები,სპირტქურები,შტატივი და ანალიზისათვის საჭირო რეაქტივები.
პროექტის მსვლელობა:
 მოსწავლეები აიღებენ სინჯებს   სხვადასხვა  ადგილზე, მოიძიებენ ინფორმაციას მარტივი ანლაზების ჩასატარებლად პედაგოგის დახმარებით ჩატარდება კვლევა.მარტივი ანალიზები შეიძლება ჩატარდეს სკოლის ლაბორატორიაში. უფრო რთული ანალიზების ჩასატარებლად დავუკავშირდებით ქიმიის ინსტიტუტს და მათი დახმარებით ჩატარდება ანალიზები.
მოხდება  შედეგების შედარება .ბოლოს ჩატარდება პრეზენტაცია და პროექტის შეჯამება. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
პროექტის ხელმძღვანელი       ქიმიის მასწავლებელი დალი გულაია
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა    daligulaia@gmail.com

No comments:

Post a Comment